რუბრიკები
ტოკიოს, ლონდონის და პარიზის ბუტიკებში Apple Watch-ი 10 აპრილს გამოჩნდება
Apple-მა განაცხადა, რომ Apple Watch-ი, ლონდონის, პარიზის და ტოკიოს ელიტარულ მაღაზიებშიც გაიყიდება, თავად კომპანიის საფირმო მაღაზიების, Apple Store-ის გარდა. 10 აპრილს, ტექნოლოგიური სიახლე ლონდონის მაღაზია Selfridges-ში გაიყიდება, „გალერი ლაფაიეტში“ პარიზში და Isetan Shinjuku-ში ტოკიოში. ამავე დღიდან დაიწყება შეკვეთების გაფორმება Apple-ის მაღაზიებშიც. Apple-ის ამ ელიტარული ბუტიკების თაროებზე შეავიწროვებს ისეთი პრემიუმ-ბრენდების საათებს, როგორებიცაა: Cartier, Bulgari, Tag Heuer, Gucci, Montblanc და Longines.
Print