რუბრიკები
სამეგრელო-ზემო სვანეთში 17 308 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამეგრელო-ზემო სვანეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეკა ურიდიას განცხადებით, ქარმა დააზიანა ხეები და ელექტრო სადენებიც. "სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის ყველა გათიშულ აბონენეტს  ჩართავენ. ეს არის დილის  10:00 საათის მონაცემები, რომელიც შეიცვლება 12:00 საათისთვის“, - განმარტა მან.

ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი დააზარალა.  სტიქიის შედეგად ელექტროსადენები გაწყდა და შუქი არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: ანაკლია, აბასთუმანი, ახალკახათი, ბაში, განმუხური, გრიგოლიში, დარჩელი, დიდინეძი, ერგეტა, ინგირი. რამდენიმე სოფელში ადგილობრივების სახლს ქარმა სახურავი გადახადა, წაიქცა ხეებიც.

Print