წალენჯიხის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. ასევე დაზიანებულია დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა, გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლები. სტიქიის დამდგენი კომისია ადგილზე სწავლობს მიყენებული ზარალის ოდენობას.
მასალის გამოყენების პირობები