რუბრიკები
ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუში 40 ნაგებობა დააზიანა (ვიდეო)
ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 6 სოფელს (ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ახუთი, ნაკიანი, კირცხი, ზუმი). პირველადი მონაცემებით, ქარმა 40 საცხოვრებელი სახლი და ადმინტრაციული შენობა დააზიანა, ნაწილს სახურავი მთლიანად ახდილი აქვს, ნაწილს კი ნაწილობრივ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩხორწყუს გამგეობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზიანებულია დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, სოფელ ლესიჭინესა და ქვედა ჩხოროწყუში საავტომობილო სავალ გზაზე წაქცეულია ხეები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაწმენდით სამუშაოები. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ წუთებში დგინდება. კომისიის მიერ ზარალის დადგენის შემდეგ მონაცემებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გააგზავნის. 1900178_1080344358649183_3053377018068515874_n (1) 10341591_1080344368649182_862187562683697493_n 10409094_1080344541982498_23800814568627936_n 10411962_1080345171982435_2504830112114161486_n 11077847_1080344361982516_6040767461868473123_n 11083636_1080344298649189_8796201509009201384_n (1) 11096615_1080344528649166_5417458278211975846_n
Print