დევნილებმა ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს (ვიდეო)
15:15 / 30.03.2015
აქციის მონაწილე დევნილებმა ზუგდიდის შესასვლელთან აღამაშენებლის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართლადამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ისინი დევნილებს შეპირდნენ, რომ კომპეტენტურ პირებს შეახვედრებდნენ. აქციის მონაწილეებთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძარობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები თეიმურაზ ბასილაია, სამეგრელო - ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია და პარტიის სხვა წარმომადგენლები.თეიმურაზ ბასილაია მხარდაჭერას უცხადებს დევნილებს. ის მათ მოთხოვნას ობიექტურს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა არ იციან, თუ რა მიზეზით ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ახლადაშენებულ კოპრუსებში.
სამეგრელო- ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობის წინ დევნილთა აქცია დილიდან მიმდინარეობდა. დევნილებმა საპროტესტო აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დღეს, სამმართველოს შენობის ფოიეში გამოკრულ სიებში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსებში ბინის მიმღებთა შორის საკუთარი გვარები ვერ აღმოაჩინეს.
ამავე თემაზე: ზუგდიდში დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ
მასალის გამოყენების პირობები