რუბრიკები
აქციაზე სამართალდამცავებსა და დევნილებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა (ვიდეო)
ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს შენობასთან, აქციის მონაწილე დევნილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დევნილები სამმართველოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდაცველებმა არ მისცეს. სწორედ ამ დროს მოხდა აქციის ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცსა (სავარაუდოდ, ნიკა შამათავა) და სამართალდამცავს შორის დაპირისპირება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პიკაპის ტიპის ავტომანქანაში  მამაკაცის ჩასმას, დაახლოებით,  10 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.  სამართალადმცავებმა აციის მიმდებარე ტერიტორიიდან ასვე გაიყვანეს ის პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილე მამაკაცს დაუპირისპირდა.
Print