რუბრიკები
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 76 წელი შეუსრულდებოდა. ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვას - „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“- საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.
Print