ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დასაცავად აქცია გაიმართა (ვიდეო)
13:15 / 04.04.2015
ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში მიუსაფარი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ არცერთ მუნიციპალიტეტს არა აქვს მიუსაფარი ცხოველების იზოლირებისა და მოვლა-პატრონობისთვის აუცილებელი პირობები. მათი თქმით, რეგიონში მასობრივად ირღვევა ცხოველთა უფლებები და შესაბამისად, ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუმცა ამის გამო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.
აქციაზე შეკრებილებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის გამოყოფა მოითხოვეს, სადაც შესაძლებელი იქნება ქუჩაში დაჭერილი ძაღლების 15 დღით გაჩერება და ამ პერიოდის განმავლობაში მათ ჯანმრთელობაზე დაკვირვება. შემდეგში კი ამ ძაღლების ვაქცინაცია და სტერელიზაცია. საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიის მეთოდის გამოყენება.
მასალის გამოყენების პირობები