გიორგი კეკელიძის წიგნის -"ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი" პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
16:29 / 04.04.2015
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მწერლისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის მორიგი წიგნის -“ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი” პრეზენტაცია გაიმართა.
ესეების ამ კრებულში, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა კეკელიძის უკვე ბესტსელერად ქცეული წიგნისა “გურული დღიურები”, ავტორი ფეხბურთსა და ლიტერატურაზე მოგვითხრობს .
წიგნი გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროექტის ფარგლებში გამოიცა.
გამომცემლობის რედაქტორის ზვიად კვარაცხელიას თქმით, ამ წიგნით მკითხველი გიორგი კეკელიძეს გაიცნობს, როგორც „ფეხბურთის მოყვარულს, გულშემატკივარს, იმ ერთ-ერთ იშვიათ ავტორთაგანს, რომელიც წერს ფეხბურთზე". „არტანუჯი“ ბოლო წლებია საფეხბურთო ავტობიოგრაფიულ ლიტერატურას თარგმნის და უკვე გამოსცა უცხოელი ფეხბურთელების ექვსი ავტობიოგრაფიული წიგნი.
ქართველ ავტორებს რაც შეეხება, ზვიად კვარაცხელიას თქმით, თანამედროვე ესეისტიკას შეემატა აკა მორჩილაძის და გიორგი კეკელიძის წიგნები ფეხბურთის შესახებ, უახლოეს ხანებში გამოიცემა დათო ტურაშვილის წიგნიც.
მასალის გამოყენების პირობები