არასამთავრობო ორგანიზაციის "საუნჯე“ ორგანიზებით, ცაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მდინარე ჯუმის მიმდებარე ტერიტორიაზე 150- მდე (ცაცხვის და აკაციის ) ნერგი დარგეს.
აქცია ქარსაცავი ზონების აღდგენა -გაშენების მხარდასაჭერად გაიმართა. მისი მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციის „საუნჯე“ წარმომადგენელი ციცინო შენგელია ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ქარსაცავი ზოლების აღდგენა -რეაბილიტაციის ინიციატივა არა ერთხელ გააცნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს, თუმცა მათი მხრიდან მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
ახალგაზრდებმა ხის ნერგები საკუთარი სახსრებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დახმარებით შეიძინეს. აქცია სამეგრელოში პროექტის"საჯარო სივრცე ახალგაზრდებს“ ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფის და არასამთავრობო ორგანიზაციის „ საუნჯე“ ორგანიზებით გაიმართა.
.
მასალის გამოყენების პირობები