ჯანდაცვის საერთაშორისო დღეს ზუგდიდიც შეუერთდა (ვიდეო)
13:17 / 07.04.2015
ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა ქალაქის ცენტრალურ ხეივანში აქცია მოაწყო.აქციის მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება ჯანდაცვის კუთხით მათი უფლებებისა და სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ.
საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ნინო ხუხუას თქმით, ბოლო პერიოდში სახელმწიფომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. მისივე თქმის ეს არ არის საკმარისი და სახელმწიფომ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და პროდუქტები გახდეს ხელმისაწვდომი.
აქციის პარალელურად საია-ს თანამშრომლებმა თავისუფლება აღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის უფლებების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
მასალის გამოყენების პირობები