რუბრიკები
შოკოლადის და ნიგვზის ტორტი
ინგრედიენტები: კვერცხი 6 შაქარი 180 გ მდუღარე წყალი 4 ს.კ ხსნადი ყავა 1 ს.კ კაკაო 30 გ ფქვილი 150 გ სოდა 1 ჩ.კ ვანილი ზეთი 60 მლ კრემი მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა დარბილებული კარაქი 250 გ დაჭრილი ნიგოზი 1ჭიქა მომზადების წესი: ფქვილი, კაკაო და სოდა ერთად გაცერით. 2 კოვზ მდუღარე წყალში გახსენით ყავა. ოთახის ტემპერატურის კვერცხები და შაქარი თქვიფეთ 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ მოცულობაში 2-3-ჯერ გაზრდილ, ფაფუკ, ჰაეროვან, მუსის მაგვარ ნარევს. თქვეფის პროცესში დაამატეთ 2 კოვზი მდუღარე წყალი, ყავა, შემდეგ წვრილ ზოლად ჩაასხით ზეთი. თქვეფა არ შეწყვიტოთ. 2 ეტაპად დაამტეთ ფქვილი, ტან მიქსერის გარეშე შეურიეთ ფრთხილი მოძრაობებით ზემოდან ქვემოთ. 22-26 სმ დიამეტრის ფორმას ძირში ჩააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ ცომი. ცხვება 180 გრადუსზე 35-40 წუთი. გაცივების შემდეგ ბისკვიტი გაჭერით 3-4 ფენად და წაუსვით კრემი. კრემისთვის ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელბული რძე. კრემი წაუსვით 3 ფენას. კრემის წასმის შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. ბოლო ფენას ზემოდან გამდნარი შოკოლადი მოასხით.
Print