რუბრიკები
კამბერბეტჩის თაყვანისმცემლება მსახიობის შოკოლადის ქანდაკება დააზიანეს.
ბენედიქტ კამბერბეტჩს თითები და ცხვირი მოატეხესმას და ჰალსტუხი-„პეპელაც“ მოპარეს. შერლოკ ჰოლმსის როლის შემსრულებლის, კამბერბეტჩის შოკოლადის ქანდაკება მას შემდეგ შექმენს, რაც ტელეარხ UKTV-ის მაყურებლებმა 38 წლის მსახიობი ტელსერიალების ყველაზე „გემრიელ“ ვარსკვლავად აღიარეს. UKTV-მა ტელეარხ Drama-სთან ერთად რვაკაციან ჯგუფს შოკოლადის კამბერბეტჩი შეუკვეთა. ქანდაკება ბელგიური რძიანი შოკოლადისგან შექმნეს. კონდიტერებს თავიანთი შედევრის დასამზადებლად 250 საათი და შოკოლადის 500 ფილა დასჭირდათ. სკულპტურა, რომელიც ორიგინალურობით გამოირჩეოდა, 1 მეტრი და 80 სანტიმეტრის სიმაღლის იყო და 40 კილოგრამს იწონიდა. შოკოლადის კამბერბეტჩი ლონდონში Westfield-ის სავაჭრო ცენტრში იყო გამოფენილი.
Print