რუბრიკები
ზუგდიდში ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდში მერიის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო დაფუძნდა.  ბრძანებას ხელი  ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ მოაწერა. ახალგაზრდები ქალაქის მერს ადგილობრივების საჭიროებებს გააცნობენ და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ერთობლივად იმუშავებენ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, მათი მონაწილეობა იმაში,რომ უკეთესი გახდეს ჩვენი ქალაქი“, - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელის ია ანთაძის თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მერს წარუდგინონ ის სურვილები და პრობლემები,  რაც ზუგდიდის მოსახლეობას ექნება.  მისივე განმარტებით, სათათბირო ორგანოში შევლენ ასოცირებული წევრებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ზუგდიდელ ახალგაზრდას, ვინც ამ პროცესში ჩართვის სურვილს გამოთქვამს, ეს შესაძლებლობა ექნება.

 მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტია, რომელიც საქართველოს ხუთ ქალაქში - ზუგდიდში, გორში, თელავში, ახალციხეში და ქუთაისში ხორციელდება.  პროექტი გულისხმობს კონკურსის საფუძველზე შერჩეული 10 სტუდენტის თანამშრომლობას ქალაქის მერთან სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზნით და შემდგომ საქმიანობას საბჭოს შემადგენლობაში.

Print