რუბრიკები
სტენფორდში ტექნოლოგია გამოიგონეს, რომელიც სმარტფონის ელემენტს 1 წუთში მუხტავს
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გამოიგონეს ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონის ელემენტის 1 წუთში დამუხტვის საშუალებას იძლევა. გამომგონებლების განცხადებით, ეს აკუმულატორი უფრო სტაბილურია მუშაობისას, ვიდრე ლითიუმ-იონური და ნაკლებ საფრთხეს უქმნის გარემოს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია ყველგან - როგორც სმარტფონების ელემენტების დასამუხტად, ასევე ელექტრომობილებისა. თუ ასეთ ბატარეას სმარტფონს დავუყენებთ, მის დამუხტვას 1 წუთში შევძლებთ. მცირე სპეკტიციზმს იწვევს მხოლოდ ის, რომ გამოგონება ჯერ მხოლოდ პროტოტიპის შექმნის დონეზეა და არ ვიცით რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ის.
Print