რუბრიკები
საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.  საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ  სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით დაინიშნა თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებელი, რომელიც ყოველდღიურად, 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით იმოძრავებს.  ასევე დღეგამოშვებით მსვლელობაში აღდგა ჩქარი ელექტრომატარებლი #860/859 თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით. 
ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც რკინიგზის სალაროებში, ისე რკინიგზის ინტერნეტ-გვერდისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომელიც განთავსებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. დამატებით ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ცხელ ხაზს 1331.
Print