9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ზუგდიდში (ვიდეო)
13:01 / 09.04.2015
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მოქალაქეებმა და „ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ ახალგაზრდებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათი თქმით, 9 აპრილის გმირები მომავალი თაობისთვის მაგალითი იქნება და მათ სახელებს ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.
მემორიალთან ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის თეატრის ყოფილი მმართველი მაია კალანდია. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალგაზრდებთან ერთად იქ სიმბოლურად მივიდა, რადგან სწორედ ახალგაზრდებმა გასწირეს თავი სამშობლოსთვის.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ გამთენიისას საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 16 მოქალაქე დაიღუპა. მომდევნო დღეებში კი მიღებული ტრავმების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები