რუბრიკები
კოლიო, იგივე წანდილი
რეცეპტის ინგრედიენტები: 600 გრამი ხორბალი 250 გრამი ნიგოზი 200 გრამი თაფლი 1 ჭიქა ბლის მურაბა 200 გრამი გარგარის ჩირი 200 გრამი ქიშმიში შაქარი, მარილი და ვანილი გემოვნებით მომზადების წესი: 1. დაჭერით გარგარის ჩირი, ნიგოზი. გარეცხეთ და გაამშრალეთ ქიშმიში. 2. ხორბალი კარგად მოხარშეთ და ისე გადაწურეთ, რომ დარჩეს ცოტა ნახარში. ჩაუმატეთ ქიშმიში, დაჭრილი ჩირი და ნიგოზი. შემდეგ მოასხით ბლის მურაბა და მოაყარეთ შაქარი. ბოლოს ჩაუმატეთ თაფლი და ხელახლა წამოადუღეთ. 3. გემოვნებისამებრ გააფორმეთ და სუფრასთან მიიტანეთ ცივი.
Print