რუბრიკები
წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. დაბა ჯვარში მოქალაქე სატვირთო ავტომანქანით წიფელის ჯიშის 21 ცალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2 ათას 200 ლარამდეა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება საოლქო პროკურატურას.
Print