რუბრიკები
ცხელი ბუტერბროდი
ინგრედიენტები ( 4 პორციისთვის): 4 ფუნთუშა/პატარა მრგვალი პური 8 ნაჭერი ბეკონი 100 გ ყველი 4 კვერცხი 4 პატარა მჟავე კიტრი 20 გ კარაქი შავი პილპილი სალათის ფურცლები და კამა (ან/და ოხრახუში) გასაფორმებლად მომზადება: პურებს მოაჭერით ზედა ნაწილი, ამოუღეთ გული და ძირზე წაუსვით კარაქი. გახეხეთ ყველი, ბეკონის ნაჭრები დაჭერით პატარა ნაჭრებად, წვრილად დაჭერით მჟავე კიტრიც. ინგრედიენტები გაყავით ოთხ ნაწილად და მოათავსეთ ფუნთუშებში – ჯერ გახეხილი ყველი, შემდეგ მჟავე კიტრი და ბოლოს ბეკონი. მომზადებული ფუნთუშები შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში. 5-6 წუთში თითოეულ ფუნთუშაში ჩაახალეთ თითო კვერცხი და ისევ შედგით აირღუმელში. 2 წუთში ცხელი სენდვიჩი მზადაა. თეფშზე დააწყვეთ სალათის ფურცლები და დაალაგეთ ბუტერბროდები. მოაყარეთ შავი პილპილი და დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!
Print