რუბრიკები
ქეით მიდლტონი სამშობიარო სახლში ფასდაკლების ბარათს მიიღებს
კემბრიჯის ჰერცოგინიამ მეორე შვილი მომავალ კვირას უნდა გააჩინოს. ლონდონის წმინდა მარიას ჰოსპიტლის კერძო სამშობიარო ქეით მიდლტონს 10-პროცენტიან ფასდაკლების ბარათს აჩუქებს. როგორც The Daily Mail-ი იტყობინება, ასეთ სასიამოვნო საჩუქარს კლინიკა მხოლოდ იმ ქალებს გადასცემს, რომლებიც იქ მეორედ მშობიარობენ. 2013 წელს სწორედ წმინდა მარიას სამშობიაროში მოევლინა ქვეყანას კემბრიჯის ჰრეცოგინიას პირველი პირმშო - პრინცი ჯორჯი. ბრიტანული გამოცემის ცნობით, კლინიკის ოროთახიანი პალატა 9 700 დოლარი ღირს, ფასდაკლებით კი სამეფო ოჯახს ის 8 600 დოლარი დაუჯდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი გოგონას ელოდება.
Print