რუბრიკები
ზუგდიდში ასირიელი ქრისტიანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში, მთავარ ხეივანთან, “ზუგდიდის განვითარების ცენტრის” მსმენელებმა და მასწავლებლებმა ასირიელი ქრისტიანების მხარდმჭერი აქცია გამართეს. მათი თქმით, ასირიელების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს. “ჩვენ ვუერთდებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ასირიელებს. ვთვლით, რომ ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ამაზე მსოფლიოს ადექვატური რეაგირება უნდა ჰქონდეს”, – თქვა “ზუგდიდის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ. ცნობისთვის, ბოლო დროს, სოციალურ ქსელში ”აისისისა” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ვიდეოები ვრცელდება, რომელშიც ტერორისტები ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ხოცავენ. ისინი ქრისტიანებისგან სარწმუნოების შეცვლას მოითხოვენ, უარის შემთხვევაში- მათ კლავენ. ტერორისტული დაჯგუფების წევრები მსგავს კადრებს თავად იღებენ და შემდეგ ასაჯაროებენ.
Print