ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის #2 საჯარო სკოლის ინიციატივითა და ასოციაცია“ათინათის"პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში ველო მარათონი გაიმართა.
მარათონი კახათის #2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ზუგდიდში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან დასრულდა.
" ველო მარათონი დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა პარტნიორი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. აქციის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერება და დამკვიდრებაა". -აცხადებს „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ კლუბის კოორდინატორი სალომე ჟვანია.
მარათონის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული კლუბის წევრების მონაწილეობით გამწვანების აქცია გაიმართა, სადაც ზუგდიდის მერიის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე ახალგაზრდებმა კიპარისის ხეები დარგეს. აქცია პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში გაიმართა და მას ასოციაცია "ათინათი" და გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID, ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები