რუბრიკები
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი ჰოლივუდს ტოვებენ

რამდენიმე დღის წინ ჯესიკა ბილი და მისი მეუღლე ჯასტინ ტიმბერლეიკი მშობლები გახდნენ. მიუხედავად იმისა რომ ახალგამომცხვარი მშობლები მიჩვეულნი არიან ყურადღების ცენტრში ყოფნას, თავისი შვილის საილასის გაზრდას ისინი ჟურნალისტებისა და უცხო თვალისგან შორს აპირებენ.

tumblr_nn5dzuakRO1sbpeolo1_1280

როგორც გამოცემა Us Weekly აცხადებს, ჯასტინი და ჯესიკა  ჰოლივუდის სახლიდან გადასვლას მონტანას მთებში განთავსებულ მყუდრო სახლში გეგმავენ .

“ეს სახლი უკვე სრულიად მზადაა ბავშვთან ერთად საცხოვრებლად, – ყვება ინსაიდერი. მათ უნდათ ბავშვის გაზრდა საყოველთაო ყურადღებისგან შორს”.

FFN_API_Celebs_Inside_051913_51103631თუმცა, გადასვლა დროებით უნდა გადაიდოს. მთებში გამგზავრებამდე ჯესიკამ უნდა მოაგვაროს სამსახურის საქმეები. “მთებში ჯესი ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს“_ ამბობს ინფორმატორი: „მაგრამ ხუთ თვეში ის ხსნის საბავშვო რესტორანს AuFudge ლოს-ანჯელესის მახლობლად, და მას ბევრი შეხვედრა აქვს დაგეგმილი”.

ამბიციური მშობლებისთვის საბედნიეროდ, ტიმბერლეიკის დედა – ლინი მზადაა შვილიშვილის მოსავლელად.

“ლინი ხუმრობს, რომ საერთოდ წაიყვანს საილასს თავისთან” – ამბობს წყარო.

Print