ზუგდიდში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება მოეწყო (ვიდეო)
16:46 / 22.04.2015
ზუგდიდში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილმის -„ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ ჩვენება მოეწყო.
ფილმი, ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან ჟიონიოს მოთხრობის მიხედვით შეიქმნა და ერთი მწყემსის -- ელზეარდ ბუფიეს შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ვერგონას ტყე გააშენა. თესლი, რომელსაც მწყემსი რგავს ადამიანის ქმედების სიმბოლოა, ცუდის და კარგისაც, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები აქვს. ფილმი გვაფიქრებს ვიმოქმდოთ შესაბამისად და თუ შესაძლებელია დავტოვოთ ჩვენს შემდეგ მსოფლიო უფრო ლამაზი, ვიდრე ჩვენ გვერგო მემკვიდრეობად.
ფილმის ჩვენებას ექსპერტი მაია კალანდია ესწრებოდა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამ ფილმთან დაკავშირებით მისთვის კითხვები დაესვათ.
მასალის გამოყენების პირობები