რუბრიკები
ღუმელში გამომცხვარი ფარშირებული პომიდვრები
ამ რეცეპტისთვის უნდა შეარჩიოთ დიდი და ხორციანი პომიდვრები. მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: პომიდორი- 8ც მოხარშული ბრინჯი - 200 გ შამპინიონი - 150გ ლორი - 150გ გახეხილი ყველი - 200გ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები - 250გ კარაქი - 75გ ხახვი - 2ც მწვანე წიწაკა - 2ც მარილი, პილპილი გემოვნებით მოამზადეთ გულსართი: სოკო, ლორი და წიწაკა დაჭერით პატარ კუბებად. ხახვი წვრილად დაჭერით და კარაქთან ერთად 3,4 წუთის განმვლობაში შედგით მიკროტალღურ ღუმელში. დაამატეთ სოკო, ლორი, წიწაკა და სიმინდი და 5-6 წუთით დატოვეთ ღუმელში. შემდეგ შეურიეთ მოხარშული ბრინჯი. პომიდორი გარეცხეთ, მოაჭერით ზედა ნაწილი, ამოიღეთ გული და დააყარეთ მარილი და პილპილი. პომიდვრები ამოავსეთ ფარშით, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხეთ ღუმელში 4-5 წუთის განმავლობაში.
Print