რუბრიკები
ხარჯებმა კვლევებზე და ახალ პროდუქტებზე Facebook Inc-ს მოგება შეუმცირა
Facebook Inc-ის შემოსავლების ზრდა 2015 წლის პირველ კვარტალში ბოლო 2 წლის განმავლობაში მინიმალური იყო, ხოლო ხარჯებმა კვლევებზე და ახალ პროდუქტებზე, სოციალურ ქსელს მოგება შეუმცირა. კომპანიამ განაცხადა, რომ ამ წლის იანვარ-მარტში მისი შემოსავლები $3,54 მლრდ იყო, ხოლო შარშან იგივე პერიოდში - $2,50 მლრდ. შემოსავლები რეკლამიდან 46%-ით, $3,32 მლრდ-მდე გაიზარდა. მოგებამ $509 მლნ შეადგინა ანუ 18 ცენტი აქციაზე, ხოლო შარშან $639 მლნ და 25 ცენტი იყო. Facebook-ის საოპერაციო ხარჯები 83%-ით გაიზარდა. ხარჯებმა კვლევებზე და ახალ პროდუქტებზე 133%-ით მოიმატა.
Print