რუბრიკები
,,დეამ“ პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ" პრეზენტაცია გამართა (ვიდეო)
ასოციაცია "დეამ" პროექტის "ჩვენ ვირჩევთ“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. პროექტი ამომრჩეველთა საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარების საკითხს ეხება და მისი მიზანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამოქალაქო კულტურისა და პოლიტიკური წიგნიერების ამაღლება. „პროექტი სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდა. პირველი ეს გახლავთ საზოგადოების და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო უფლებების შესახებ ინფორმირებულობა, მეორე- სტერეოტიპული ხედვების ცვილილებების ხელშეწყობა, ხოლო მესამე მიმართულება კი გარემოს ადაპტირების მონიტორინგია".-აცხადებს ასოციაცია "დეას" წარმომადგენელი ივეტა წიტაშვილი. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის,არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
Print