რუბრიკები
ბუტერბროდი საუზმისთვის
ინგრედიენტები: პურის ნაჭერი 12 ლორი 6 ნაჭერი პამიდორი 150 გ კვერცხი 6 მარილი და პილპილი მომზადების წესი: პამიდორი დაჭერით რგოლებად. 6 ნაჭერ პურს ამოაცალეთ გული. მთლიანი პურის ნაჭრები კი გადაიტანეთ ტაფაზე. ზემოდან დაადეთ ლორის ფირფიტები, შემდეგ დაადეთ გულამოღებული პურის ნაჭრები. ამ ნაჭრებს პომიდვრის ფირფიტები დაადეთ და 1 ქათმის ან 2-2 მწყრის კვერცხი ჩაახალეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე რამდენიმე წუთი - პური უნდა დაიბრაწოს, კვერცხი კი შეიწვას
Print