რუბრიკები
უმრავლესობის წევრებმა ზუგდიდელებს საპარლამენტო ფრაქციის საქმიანობა გააცნეს (ვიდეო)
საპარლამენტო ფრაქციის ”ქართული ოცნება” დეპუტატები დღეს ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდნენ და მას თავიანთი საქმიანობა გააცნეს. ეკა ბესელიამ შეკრებილებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გასული წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, შემდეგ კი დასმულ კითხვებს უპასუხა. „ჩვენ სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ეს საპარლამენტო გუნდის ანგარიშია და მე ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები კარგია, რადგან მოსახლეობას საშუალება ეძლევა დაწვრილებით გაიგოს ჩვენი საქმიანობის შესახებ”, - თქვა ეკა ბესელიამ. უმრავლესობის წევრებთან შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას 300-მდე ადამიანი დაესწრო. საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსვლა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და ორგანიზაციის „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი“ წევრებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა, რომელთაც ხელში წითელი ბარათები ეჭირათ, ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მას გადადგომისკენ მოუწოდეს.
  უმრავლესობის წევრებთან შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას 300-მდე ადამიანი დაესწრო. საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსვლა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და ორგანიზაციის „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი“ წევრებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა, რომელთაც ხელში წითელი ბარათები ეჭირათ, ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მას გადადგომისკენ მოუწოდეს.
Print