ზუგდიდში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა ფესტივალი გაიმართა (ვიდეო)
14:55 / 29.04.2015
ზუგდიდის არტ გალერეში ფესტივალზე მისულ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ზუგდიდის არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის სხვადასხვა ორგანიცაზიების საქმიანობებსა და მიმდინარე 2015 წლის პროექტებს. პროექტის „ღია სახლი” კოორდინატორის თამარ დაგარგულიას თქმით, ფესტივალი ზუგდიდში პირველად ჩატარდა და მნიშვნელოვანია იმით, რომ სხვდასხვა სექტორის წარმომადგენლებს და საზოგადოებას საშუალება ეძლევა იყოს მეტად ინფორმირებული ერთმანეთის საქმიანობის შესახებ. იმედი გვაქვს, ფესტივალი გააღრმავებს სექტორალურ თანამშრომლობას.-”განმარტავს თამარ დაგარგულია.
ფესტივალი თემის განვითარების ცენტრი CDC, რობერტ ბოშის ფონდის და ორგანიზაცია “მიტოსტის” მიერ ადმინისტრირებული პროექტის „ ღია სახლი“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერია ქალაქ ზუგდიდის მერია და ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მასალის გამოყენების პირობები