რუბრიკები
Disney ქალთა ტანსაცმლის ხაზს გამოუშვებს avengers -ის მიხედვით
სტუდია ”Disney” და მარკა ”Her Universe” გამოუშვებენ ქალთა სამოსის ხაზს, რომელიც ბლოკბასტერ ”Avengers: Age of Ultron” -ით იქნება შთაგონებული. კოლექცია ”Hot Topic” -ის მაღაზიებში გასაყიდად მაისის შუა რიცხვებში გამოჩნდება. ”მარველის ფანებს შორის, გოგონების რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს. დარწმუნებულები ვართ, რომ პოპ-კულტურული ტრენდი მოდაში შემოვიდა და თან დიდი ხნით” - განაცხადა ”დისნეის” ”მარველის” ლიცენზირების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა პოლ გრიტერმა. კოლექციაში წარმოდგენილი იქნება კაბები და ქურთუკები, რომლებიც შთაგონებულია ისეთი პერსონაჟებით, როგორებიცაა კაპიტანი ამერიკა, რკინის კაცი, თორი, ლოკი და შავი ქვრივი. ადრე ”Disney” -იმ და ”Her Universe” -მა, უკვე გამოუშვეს ერთობლივად ტანსაცმლის ხაზი, ”avengers” -ის პირველი ნაწილის გამოსვლასთან დაკავშირებით.
Print