რუბრიკები
Twitter-ის კვარტალურმა ბალანსმა მისი აქციები 18%-ით გააიაფა
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Twitter-ის აქციების ფასი ბირჟაზე 18%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიის კვარტალური ანგარიში გამოქვეყნდა. აქციის ფასმა ასეთი მკვეთრი ვარდნის შემდეგ $48,96 შეადგინა, რაც $2,7-ით ნაკლებია ანგარიშის გამოქვეყნებამდე არსებულ ღირებულებაზე. კვარტალური ანგარიშის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, მისი მონაცემების გაჟონვა მოხდა და უკვე მაშინ Twitter-ის აქციებმა ღირებულების 4% დაკარგა. უკვე ნახევარ საათში, თავად კომპანიამ გამოაქვეყნა ბალანსი, ისეთივე ციფრებით. ანგარიშის მიხედვით, Twitter-ის ამონაგებმა $436 მლრდ შეადგინა, რაც $4 მლრდ-ით ნაკლებია მინიმალურ მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით.
Print