გოგიტა ბიგვავა ზუგდიდის გამგეობის სამსახურებს კომუნიკაციას უწუნებს (ვიდეო)
13:56 / 01.05.2015
პოლიტიკური პარტიის “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი გოგიტა ბიგვავა ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე, ევკალიპტის ხეების გასხვლის გამო ჩატარებულ სამუშაოებს, რამაც გზის გადაკეტვა გამოიწვია, ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი თქმით, დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობას, დაახლოებით, 3 კილომეტრიანი შემოვლითი და მოუწესრიგებელი გზის გავლა კვირაზე მეტია უწევს.
„ხედავთ გზა რა მდგომარეობაშია, ეს იმაზე მეტყველებს რომ გამგეობაში სხვადასხვა სამსახურებს შორის კომუნიკაცია არ არის. ჯერ ეს შემოვლითი გზა უნდა შეეკეთებინათ, ამას რამდენიმე მანქანა ხრეში სჭირდებოდა ელემენტარულად გავლა რომ ყოფილიყო შესაძლებელი. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, თუ როდემდე გაგრძელდება აღნიშნული სამუშაოები“, - თქვა გოგიტა ბიგვავამ.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომენტარს რადიო „ათინათი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე: ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზა დღის ბოლომდე გაიხსნება
მასალის გამოყენების პირობები