რუბრიკები
ლევან კონჯარია: "ზუგდიდი-თბილისის დღის მატარებლის შემადგენლობა შეიცვალა" (ვიდეო)
ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი დღის ჩქაროსნული მატარებლის შემადგენლობა შეიცვალა. ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან კონჯარიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.  მან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს საკითხით დაინტერესება სთხოვა. „ერთი კვირის წინ მოხსნეს ის მატარებელი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა და რომელიც ძალიან კომფორტული იყო.  ჩვენი ინფორმაციით ,მატარებლის შემადგენლობა ბათუმს გადასცეს, ხოლო ზუგდიდში მოძველებული ჩამოიყვანეს.  ამას ზუგდიდელები არ იმსახურებდნენ“, - თქვა საკრებულოს სხდომაზე ლევან კონჯარიამ. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ საკრებულოს წევრებს პირობა მისცა, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდება და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
Print