ზუგდიდის ბიბლიოთეკაში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა (ვიდეო)
18:13 / 01.05.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის ნინო პავლიაშვილის თქმით, ცენტრის მეშვეობით სამეცნიერო საზოგადოებას საშუალება ეძლევა თბილისში ჩაუსვლელად ადგილზე მიიღოს ყველა ინფორმაცია, რაც მას სჭირდება. მისივე თქმით, მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბეჭდვითი მასალები, ელექტრონული გამოცემები, ასევე ელექტრონული ჟურნალების ბაზა.
„ჩვენი საინფორმაციო ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია იმით, რომ ის გაამარტივებს სამეცნიერო საზოგადოების და მკითხველის მუშაობას.“- განმარტავს ნინო პავლიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები