ასოციაცია"ათინათის პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში გამოცხადებული ფოტოებისა და ნახატების კონკურსის "სამყარო ჩემს ირგვლივ“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდა: ჟიურის სიმპატია - ქრისტინა კვაშილავა და ნინი გრიგოლაია გახდნენ, ხოლო Facebook-ის მომხმარებელთა მოწონება და "LIKE -კონკურსში" გამარჯვება სალომე ფაცაციამ მოიპოვა. სამივე გამარჯვებულს საჩუქრად დიპლომები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ, ყველა მონაწილე კონკურსანტი კი სერთიფიკატით დაჯილდოვდა.
პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“ და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები