რუბრიკები
4 და 5 მაისს ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება
კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეკა ურიდიას ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ორშაბათს, 4 მაისს,  14:00 საათიდან  17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 220“,  რის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზუგდიდში 1 358 აბონენტს. ასევე 4 მაისს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 4“ და ელექტროენერგიის მიწოდება  შეუწყდება ქალაქში მცხოვრებ 5 592 და სოფლებში: რიყე, კალინინი, ოდიში - 1 950 აბონენტს. 5 მაისს, ზუგდიდს ასევე  გაეთიშება ელექტროენერგია, ამჯერად ტექნიკური სამუშაოების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გაითიშება „ზუგდიდი-4“.  დროის ამ მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქში მცხოვრებ 1 292-სა  და სოფელ ნაწულუკუში -168 აბონენტს.
Print