რუბრიკები
ლევან გაბრიაძის ფილმი ამერიკული კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერია
კინოთეატრებში ლევან გაბრიაძის ფილმის Unfriended-ის პრემიერა 17 აპრილს გაიმართა, პრემიერიდან 1 კვირის თავზე ფილმის მოგება 25 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, ბიუჯეტი კი - 1 მილიონი დოლარი. Unfriended ამერიკული კინოგაქირავების ტოპ-ხუთეულში მოხვდა. 2014 წლის ივლისს, Unfriended-ის პრემიერა Fantasia Film Festival-ზე გაიმართა, სადაც ფილმმა ინოვაციური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. Unfriended (იგივე Cybernatural) საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება, მისი სცენარისტია ნელსონ გრევისი, პროდიუსერი თემურ ბეკმამბეტოვი, ბეისონ ბლამი და გრევისი. ფილმის მოქმედება კალიფორნიაში ვითარდება. ლევან გაბრიაძე ქართველი რეჟისორია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Unfriended მისი პირველი წარმატებული ფილმი არაა, მის ანგარიშზეა 2011 წელს გადაღებული ფილმი "ვიკრუტასები", სადაც მთავარ როლს მილა იოვოვიჩი ასრულებს. წყარო : netgazeti.ge
Print