რუბრიკები
ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს გოგონა შეეძინათ

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, კემბრიჯის ჰერცოგინია, მეორე ბავშვის მშობლები გახდნენ: დილის 8 საათსა 34 წუთზე სამეფო წყვილს გოგონა შეეძინა.

იმის შესახებ, რომ ქეითი და უილიამი მეორე ბავშვს ელოდებოდნენ, დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენლებმა ოფიციალურად 2014 წლის სექტემბერში გამოაცხადეს. სამეფო წყვილი უკვე ზრდის პატარა ჯორჯს, რომელიც 2013 წელს დაიბადა.

Apr 7, 2014 - Wellington, New Zealand - Duchess of Cambridge with Prince George arrive at Wellington Airport, New Zealand at the start their royal tour. (Credit Image: © Mark Large/Daily Mail/ZUMAPRESS.com)

ბრიტანელი ბუკმეიკერები  რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდნენ ფსონებს სამეფო წყვილის მეორე შვილის სქესსა და სახელზე.   სახელებს შორის აბოსლუტური ფავორიტი იყო ელისი ( 5-4-ზე), სიაში მეორე ადგილზე  სახელი ელიზაბეტი აღმოჩნდა(6-1-ზე), ასევე შარლოტა (6-1-ზე), დიანა (14-1-ზე) და ალექსანდრა (16-1-ზე). ის ინტერნეტ-მომხმარებლები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ  ქეითსა და პრინც უილიამს ვაჟი გაუჩნდებოდათ, ფსონებს დებდნენ სახელზე – ჯეიმსი (8-1-ზე).

მეორე შვილის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე პრინცმა უილიამმა პირველ ივნისამდე შვებულება აიღო, რათა მეუღლის გვერდით ყოფილიყო.  მშობიარობამდე დარჩენილი რამდენიმე კვირა ქეითმა და უილიამმა  სამეფო ოჯახის ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში, ენმერ ჰოლში გაატარეს.  რამდენიმე დღით ადრე კი  ლონდონის, წმინდა მარიას სახელობის საავადმყოფოში მოამზადეს განცალკევებული პალატა, რომელშიც 2013 წელს ქეითმა თავისი პირმშო გააჩინა.

Print