ენგურის ხიდზე 13 წლის მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მიზეზი ავადმყოფობა და შემდეგ უკვე დაგვიანებული მკურნალობა გახდა.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მშობლები 13 წლის მოზარდის გადმოყვანას სამკურნალოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გეგმავდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ ენგურის ხიდზე გადმოსვლის უფლება რუსმა სამხედროებმა არ მისცეს.
ოკუპანტები 500 ლარს ან სპეციალურ მოწმობას ითხოვდნენ, რომლითაც მოქალაქეები საოკუპაციო ზოლის გადალახვას შეძლებდნენ, თუმცა ოჯახს არც საბუთი ჰქონდა და არც 500 ლარი.
13 წლის მოზარდს მანამდე რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში არ არსებობს ბავშვთა საავადმყოფო. მას დახმარება ადგილზე ვერ აღმოუჩინეს, ხოლო ზუგდიდში გადმოყვანის საშუალება ოჯახს არ მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები