რუბრიკები
ხილის პიცა
ინგრედიენტები: ცომისთვის ფქვილი 500 გ საფუარი 6-8 გ წყალი 300 მლ ზეითუნის ზეთი 2-3 ს.კ მარილი 1/3 ჩ.კ გულსართისთვის ხაჭო ან ნადუღი 6 ს.კ შაქრის პუდრა 1 ს.კ თხევადი თაფლი გემოვნებით სასურველი ხილი (ატამი, მარწყვი, კივი, გარგარი, კენკრა...) მომზადების წესი: ფქვილით, წყლით, მარილით, საფუარით და ზეთით მოვზილოთ ცომი. ვაცალოთ ამოფუება და გადავიტანოთ სამუშაო დაფაზე. ამ ცომით მომზადდება 1 დიდი ან 2 საშუალო ზომის პიცა. ავთქვიფოთ ხაჭო და შაქრის პუდრა. გავაბრტყელოთ ცომი და წავუსვათ ხაჭო. ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი ხილი, მოვასხათ თაფლი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წთ
Print