რუბრიკები
ახალი ქართული ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება
ლევან თუთბერიძის  ფილმს ”ცხრა მთას იქით” სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს 15 მაისს აჩვენებენ.
ფილმში გადმოცემულია ახალგაზრდა ინგლისელი ქალის ისტორია, რომელიც თავის მეგობარ ბიჭთან ერთად, სიყვარულის საძიებლად საქართველოს მთებში მიემგზავრება. მთის ადათწესები, ვნება და ფსიქო-ნერვული მდგომარეობა ”წითელ ზღვარს” სცდება. ფილმის სიუჟეტი გვამცნობს სხვადასხვა მსოფლმხედველობის, ცივილიზაციის და მითოლოგიის დაჯახებას, სადაც გამარჯვებული არ იკვეთება. ფილმის სცენარის ავტორი  აკა მორჩილაძეა.
Print