რუბრიკები
ინციდენტი ზუგდიდში (ვიდეო)
სოფელ ურთაში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის გოგა ღადუას ნათესავი ლევან დანელია დაჭრეს.  სოფელ ერგეტაში მცხოვრები ზ.ჯოლოხავა დანაშაულს აღიარებს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა შურისძიების ნიადაგზე მოხდა.  კერძოდ, ლევან დანელიას რამდენიმე თვის წინ ავტოავარია შეემთხვა, რის შედეგად ჯოლოხავას ოჯახის წევრი დაშავდა და გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა შურისძიება ზ. ჯოლოხავამ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.  დამნაშავე დაკავებულია, დაჭრილი ლევან დანელია  ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა.
Print