რუბრიკები
“ათინათმა” სენაკსა და აბაშაში შეხვედრა გამართა (ვიდეო)
ასოციაცია„ათინათმა“სენაკსა და აბაშის მუნიციპალიტეტში პროექტის „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და 2015–2017 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. abasha რაც შეეხება პრობლემებს და საჭიროებებს სენაკისა და აბაშის მუნიცპალიტეტის მოქალაქეებმა სოფლის მეურნეობის კუთხით დაფინანსების გაზრდა, გზების რეაბილიტაცია, გარეგანთების არარსებობა, გაუმართავი კანალიიზაციის სისტემა, გაზიფიცირება, კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების არარსებობა დაასახელეს.  ასოციაცია „ათინათის „წარმომადგენლის გურამ ჩიხლაძის თქმით, „პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში, რომელიც შემდეგში რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსდება და საზოგადოების მიერ დასახელებული  ყველა პრობლემა და საჭიროება მოგვარდება". ცნობისთვის, პროექტს, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
Print