ზუგდიდში ფოტოხელოვან გოგა ჩანადირთან შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
13:42 / 05.05.2015
„ციდან დანახული საქართვეელო“- ასე ეწოდება გოგა ჩანადირის მიერ გადაღებულ და ბარათებად ქცეულ ფოტოების კრებულს, რომლის პრეზენტაცია ზუგდიდის არტ გალერეაში გაიმართა. ფოტოხელოვანის თქმით, სამეგრელო ერთ-ერთი უიშვიათესი მხარეა, იმ უძველესი ისტორიული ძეგლების გათვალისწინებით, რაც ამ რეგიონშია დაცული.
„2002 წლიდან დავფრინავ საქართველოს ზემოთ და ძალიან სერიოზული მასალა დამიგროვდა, ეს არის ულამაზესი რაკურსები, ულამაზესი კუთხეები.“-თქვა გოგა ჩანადირი.
„გამომცემლობა „არტანუჯი“ დიდი ხანია გამოსცემს ღია ბარათებს, როგორც საცალო სახით, ასევე თემატურ კრებულებად და იმითაა გამორჩეული, რომ პირველად უყრის თავს 16 აეროფოტოს და საქართველოს ულამაზესი ხედების ზემოდან ნახვის საშუალებას გვაძლევს."- აცხადებს არტანუჯის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია.
მასალის გამოყენების პირობები