რუბრიკები
დევიდ ფინჩერი HBO – სთვის ახალ კომედიას გადაიღებს
ორგზის ოსკარზე ნომინირებულ რეჟისორს ტელეარხმა HBO – მ ახალი კომედიის გადაღება დაუკვეთა. გამოცემა The Hollywood Reporter – ის ინფორმაციით სერიალის სიუჟეტი 80- იან წლების შოუ-ბიზნესზე  იქნება აგებული. მთავარ გმირად ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად რობი მოგვევლინება, რომელიც კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჰოლივუდში მიემგზავრება და სამეცნიერო-ფანტასტიკური ეპიკის გადაღებაზე ოცნებობს. რობის როლს 19 წლის მსახიობი ჩარლი როუ მოირგებს. photo_peter_05_131682588720 “Video Synchronicity” ასეთია სერიალის სამუშაო ვერსიის სახელწოდება. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ არის დაზუსტებული.
Print