რუბრიკები
ფოთში პორტის თანამშრომლები გაიფიცნენ (ვიდეო)
სახელფასო ანაზღაურების 14 %-ით გაზრდის მოთხოვნით,ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს.თანამშრომლებმა პორტის ხელმძღვანელობას თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრეს, რომელიც 4 მაისს ამოიწურა.ცვლის კაპიტანი გოჩა ჩემინავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ გუშინ,დღის მეორე ნახევარში გაფიცული იყვნენ მე-7 და მე-14 ნავმისადგომის,გაფორმების ეკონომიკური ზონის,სადისპეტჩეროს,ფლოტის თანამშრომლები.თუმცა, მისი ინფორმაციით, ნავსადგურის ადმინისტრაციამ მათზე ზეწოლა განახორციელა.  გაფიცვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ფოთის პორტში. ადმინისტრაციის უფროსის,მარიკა ნადარაიას ინფორმაციით,თანამშრომლებს გაცდენილი საათები არასაპატიოდ ჩაეთვლებათ."საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს წინასწარ,რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.ჩვენ აღვიქვამთ, რომ საქმე გვაქვს სამსახურის უნებართვოდ და გაუფრთხილებლად მიტოვებასთან.ვმუშაობთ საკითხზე, თუ რამდენი ადამიანი არ გამოცხადდა კომპანიაში.დაკმაყოფილდება თუ არა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა - ხელფასის მომატება,ეს ჯერჯერობით უცნობია", - განაცხადა ნადარაიამ.
Print