რუბრიკები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტოგამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისმა გალერეაში, ევროკავშირის დღეების ფარგლებში,  ფოტოგამოფენა - „გაიცანით ევროკავშირის მონიტორები“ გამართა. წარმოდგენილი ფოტოები სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას ასახავს. „9 მაისს  ევროპის დღე აღინიშნება და ეს გამოფენა ამასთან დაკავშირებით იმართება. აქ წარმოდგენილია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. საქართველოში ევროკავშირის მისიას სულ სამი ოფისი აქვს გორში, ზუგდიდსა და მცხეთაში, სათაო ოფისი კი თბილისში გვაქვს. ეს ფოტოები სწორედ ამ ოფისების საქმიანობას ასახავას“, - თქვა ევროკავშირის ზუგდიდის საველე ოფისის უფროსის მოადგილემ კოსტელ სიმეონმა. 9 მაისი ევროკავშირის დაარსების დღეა და ის 1985  წლიდან აღინიშნება. ამ დღეს "ევროპის დღედ" მოიხსენიებენ და მის დაამარსებლად  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რობერ შუმანი მიიჩნევა.
Print