რუბრიკები
ზუგდიდში მეორე მსოფლიო ომის თემაზე ფილმის ჩვენება მოეწყო (ვიდეო)
ზუგდიდში კინოთეატრ "ატრიუმში" მეორე მსოფილო ომის თემაზე შექმნილი ფილმების კვირეულთან დაკავშირებით სტუდენტებისა და უფროსკლასელებისთვის ფილმის- „შინდლერის სია“ ჩვენება მოეწყო. ფილმი ნაცისტური პარტიის წევრის – ოსკარ შინდლერის შესახებ მოგვითხრობს,რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 1100 მეტი ებრაელი გადაარჩინა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ზამირა ღადუას თქმით, ფილმების ჩვენება სპეციალურად უფროსკლასელებისთვის იმიტომ მოეწყო, რომ მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 4 მაისს დაიწყო და 9 მაისს დასრულდება.
Print